2016-08-31 21:11:31, 793 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 86:47 დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ალბანეთი დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 86:47 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი - 20 ქულა, ვიქტორ სანიკიძემ მოაგროვა, 12 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, 11 ბექა ბურჯანაძემ, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ საკუთარ ანგარიშზე 6 ქულა მიიწერა.
ალბანელთაგან საუკეთესო 15 ქულით ჰუსენაგოლი იყო.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას, 3 სექტემბერს, სტუმრად სლოვაკეთთან გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან