17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 18:25:53, 721 ნახვა

საზოგადოება
თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის რეგულირება მოხდება

თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა.
რეგლამენტი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის რეგულირებას ითვალისწინებს.
წესის თანახმად, ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იქნეს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან).
ბაზარზე განთავსებული თაფლი ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ კი, მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს.
ცვარტკბილის და ყვავილის (ნექტრის) თაფლის შერეული პროდუქტის ეტიკეტზე დაშვებულია გამოყენებული იქნეს ტერმინი – „ცვარტკბილის თაფლისა და ყვავილის (ნექტრის) თაფლის ნარევი“.
ეტიკეტზე, გარდა გაფილტრული თაფლის და საკონდიტრო თაფლისა, დაშვებულია აღნიშნულ იქნეს: რეგიონალური, ტერიტორიული ან ტოპოგრაფიული რაიონი, თუ ის უშუალოდ აღნიშნულ არეალშია მიღებული. სპეციფიკური ხარისხობრივი მახასიათებლები. ამასთან, უშუალოდ სიტყვა“თაფლთან“ ერთად შესაძლებელია მითითებული იქნეს იმ მცენარის დასახელება, რომლისგანაც თაფლი სრულად ან ძირითადად არის მიღებული. მაგ. „თაფლი აკაციის“, „თაფლი წაბლის“.  
 საკონდიტრო თაფლის ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებასთან ახლოს, უნდა მიეთითოს სიტყვები: „განკუთვნილია მხოლოდ საკონდიტრო წარმოებისათვის“.
 თუ საკონდიტრო თაფლი სურსათის წარმოებაში ინგრედიენტის სახით გამოიყენება  , ტერმინი „თაფლი“ შეიძლება გამოყენებული იქნეს ტერმინ „საკონდიტრო თაფლის“ ნაცვლად. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული იქნეს ტერმინი - „საკონდიტრო თაფლი“.
 თაფლის სატრანსპორტო ტარაზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საცალო ვაჭრობისათვის, მარკირებაში მითითებული უნდა იქნეს პროდუქტის დასახელება, პარტიის ნომერი და იმ ბეზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, რომელიც ახორციელებს თაფლის შეფუთვასა და დისტრიბუციას.
თაფლის მიმართ ძირითადი მოთხოვნებია, რომ მისი ფერი შეიძლება იცვლებოდეს უფეროდან მუქ ყავისფერ შეფერილობამდე. კონსისტენციის მიხედვით, თაფლი შეიძლება იყოს თხევადი, ბლანტი, სრულად ან ნაწილობრივ გამოკრისტალებული.
თაფლის არომატი და გემო დამოკიდებულია იმ მცენარის სახეობაზე, რომლის ყვავილის ნექტრიდანაც მიღებულია თაფლი.
დაუშვებელია ბაზარზე განთავსებულ თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება. თაფლში მინიმალურამდე უნდა იყოს დაყვანილი უცხო სუნი და გემო, რომელიც წარმოიქმნება შენახვის და გადამუშავების დროს; თაფლიდან ყვავილის მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება განპირობეულია მასში მოხვედრილი უცხო არაორგანული და ორგანული ნივთიერებების მოცილების აუცილებლობით; თაფლის გაცხელება და გადამუშავება ისე, რომ შეცვლილი იქნეს მისი ძირითადი მაჩვენებლები; თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა; გამოკრისტალებული თაფლის ქიმიური და ბიოქიმიური მეთოდებით დამუშავება.
ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ნატურალური თაფლი აწარმოოს და ბაზარზე აღნიშნული რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.
ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის  კონტროლი, სახელმწიფო კონტროლის დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება, შიდასაწარმოო კონტროლის დროს კი, ბიზნესოპერატორის მიერ.  
 აღნიშნული დადგენილება პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერაა ხელმოწერილი, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 ივლისიდან შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics