2016-08-30 23:53:14, 987 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მელია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
საფრანგეთში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ქართველი გიორგი მელია გახდა.
გიორგი მელიამ 96 კგ. წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი დამიან ევუ ანგარიშით 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას ეჭიდავა, რომელსაც 7:1 სძლია.
ნახევარფინალში მელია ამერიკელი ტრეისი ჰენკოკს შეხვდა. მძიმე ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი მეტოქე ანგარიშით 12:8 დაამარცხა.
ფინალში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი სიჩევი მინიმალური ანარიშით 4:3 დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან