2016-08-30 21:38:48, 893 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ბამბის საამქრო იწვის
თბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე ბამბის საამქროში ძლიერი ხანძარია.
როგორც ცნობილი ხდება, ცეცხლი 800 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადაა გასული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან