21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:18:19, 682 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე OSCE/ODIHR საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეიდან ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.  

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს.  

საქართველოს მთავრობის მოწვევით  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი (ძირითადი ჯგუფი - 8, 26 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი). მისისას ალექსანდრე კელტჩევსკი უხელმძღვანელებს.

როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს OSCE/ODIHR-თან, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს.  მან კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში.

„დიდად ვაფასებთ ODIHR-ის რეკომენდაციებს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწასა და ზოგადად, ქართული დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებაში" - აღნიშნა მინისტრმა.  

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისა და არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს მთავრობამ  არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics