|
2016-08-29 14:54:11, 1435 ნახვა
საზოგადოება
დავით აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაცია სრულდება
თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო დადგა: 1. მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთში მოძველებული იყო საკანალიზაციო და წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც აღარ აკმაყოფილებდა დღევანდელ მოთხოვნებს; 2. გამზირის ამ ნაწილში საერთოდ არ არსებობდა სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც გრუნტის წყლები საფრთხეს უქმნიდა გამზირზე განთავსებული შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას; 4. აუცილებელი იყო გამზირზე საჰაერო წესით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ქსელის მოწესრიგება ისე, რომ შენობების ვიზუალური მხარე არ დამახინჯებულიყო გაყვანილობებით; 5. გამზირის ახალი კონცეფციის მიხედვით აუცილებელი იყო, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მთელი რიგი კონფიგურაციული ცვლილებები. ზემოთ აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო და მოიცავდა: 1. კანალიზაციის მაგისტრალური ქსელის შეცვლას. 2. სანიაღვრე ქსელის მოწყობას. 3. სადრენაჟე ქსელის მოწყობას. 4. მაგისტრალური წყალსადენი სისტემის შეცვლას. 5. ბუნებრი აირის მილების შეცვლას. 6. გარე განათების სადენების მოწესრიგებას. 7. მაღალი ძაბვის დენის, ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენების შეცვლას. 7. ყველა ტიპის სუსტი დენების გაყვანილობის შეცვლას. პროექტის ფარგლებში, აპრილიდან დღემდე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან და ახლის მოწყობასთან დაკავშირებით, შესრულდა შემდეგი სამუშაოები: გარკვეულ მონაკვეთებში მაგისტრალური კანალიზაციის მილის დაზიანებების გამო, გაყვანილობა შეიცვალა გოფრირებული პოლიეთილენის მილებით (ჯამში 713 მეტრი) და მოეწყო კანალიზაციის გამწმენდი ჭები (კამერები). დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო, უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ექმნებოდა სარდაფების დატბორვის პრობლემა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი საკონტროლო კამერებით (1038 მეტრი). მოეწყო სადრენაჟე ქსელი (720 მეტრი) დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომლითაც მოხდება მიწისქვეშა გრუნტის წყლების შეკრება ერთიან მართვად სისტემაში, შედეგად მოიხსნა შენობების საძირკვლების დაზიანების საშიშროება. შეიცვალა დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის ლითონის მილები (962 მეტრი) მაღალი წნევის პოლიეთილენის მილებით, რომლებიც სამომავლოდ იძლევა წლის წნევის 4-ჯერ გაზრდის საშუალებას რაც უზრუნველყოფს წყლის მაღალი წნევით მიწოდებას და ხასიათდება ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით. გაზმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი იყო მოწყობილი საჰაერო გზით, რაც ამახინჯებდა შენობის ფასადებს. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი გაყვანილობის დემონტაჟი და მიწის ქვეშ ახალი გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟი (750 მეტრი). შეიცვლება გარე განათების ბოძები და მათი დამაკავშირებელი სადენები. მიწისქვეშ ეწყობა დამატებითი სარეზერვო სადენები (ჯამში 3600 მეტრი). შეიცვალა საჰაერო გზით მოწყობილი მაღალი ძაბვის დენის და ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენები (1800 მეტრი) და გაიზარდა მათი კვეთები, რაც დამატებითი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის მიღების შესაძლებლობას იძლევა. დავით აღმაშენებლის გამზირზე, აღნიშნული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების პარალელურად გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. (NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)