|
2016-08-29 14:07:44, 718 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკეში, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. “ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები: იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა ტროტუარები. მთლიანად, თავიდან ბოლომდე იგება გზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში, ვიდრე ქალაქი სრულად დაიტვირთება, ჩვენ ძირითად სამუშაოებს დავასრულებთ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი გვექნება ქალაქში,”- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მცხეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, მზადდება ტროტუარები. იცვლება სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაკეტილია მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე, მეორე ეტაპზე კი, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება ბარნოვის ქუჩას, ამჟამად მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ბარნოვი-პეტრიაშვილის კვეთიდან მრგვალ ბაღამდე. ასევე, ეწყობა ახალი ბაზალტის ბორდიურები. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, ბორდიურების და სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ვასილ ბარნოვის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1 106 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს “ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. (NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)