19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 11:53:58, 665 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება აღდგება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე დგსარწყავი წყლის მიწოდება აღდგება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ვეჯინის არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგამშვები ფარები და სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. 

სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულებაც 226 749 ლარია, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. 

2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროქეტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 6 100 ჰექტრიდან 14 000 ჰეტქრამდეა გაზრდილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics