20:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 16:29:30, 752 ნახვა

საზოგადოება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო. 27 აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნულ რაიონში მოსახლეობისგან ყურძენს 2 ღვინის საწარმო იბარებს და 72 ტონა ყურძენია გადამუშაშავებული.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნების სამინისტროდან აცნობეს, გადამუშავებული ყურძნიდან 11 ტონა რქაწითელი, 19 ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 73 ათას ლარი მიიღეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, შტაბის წევრებმა და ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურძნის კრეფის პროცესის დაწყებამდე შეხვედრები დედოფლისწყაროს იმ სოფლების მოსახლეობასთან გამართეს, სადაც ყურძნის სიმწიფე საჭირო კონდიციამდეა მისული.

მთლიანად კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 1,3 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა 916 ათას ლარს მიაღწია.
 
მიმდინარე წელს კახეთში მოსალოდნელია 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, საიდანაც, წინასწარი პროგნოზით მოხდება 150 ათას ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება. რთველის პროცესში ჩაერთვება 100-მდე ღვინის კომპანია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 30 ღვინის კომპანია.

2016 წლის რთველის პროცესში, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
კახეთის  რეგიონში
•           1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;
•           1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;
•           1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი;
 
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:
•           მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი
ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის" ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics