2016-08-27 12:46:29, 817 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
როგორც "ექსპრესნიუსს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატორთან შეტყობინება 22:05-ზე საათზე შევიდა. ინციდენტი რესტორან "სან-რემოსთან" მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან