2016-08-26 17:52:02, 562 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილმა ნარმანიას სხდომის შემდეგ, მასთან ერთად ყაზბეგის ქუჩაზე წასვლა შესთავაზა
საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, დავით ნარმანია იმყოფებოდა თუ არა ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ხეები გაიჩეხა.
ელისაშვილმა დავით ნარმანიას სხდომის შემდეგ ყაზბეგის ქუჩაზე მასთან ერთად წასვლა შესთავაზა:
" ამ სხდომის შემდეგ გამომყევით იქ არავის გავაბედინებ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ადამიანურად მითხარით, ხმელი ხეებია მოჭრილი?!", - მიმართა ელისაშვილმა ნარმანიას, რომელსაც ამწუთებში საკრებულოს სხდომაზე უსმენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან