2016-08-26 16:11:12, 633 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს შენობის წინ აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიას ნაჯახი დაუტოვეს
საკრებულოს შენობის წინ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი თბილისის მერიისა და დავით ნარმანიას მუშაობას აპროტესტებენ და დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვენ.
მათ საკრებულოს წინ ქალაქის მერს სიმბოლური საჩუქარი, ნაჯახი დაუტოვეს. ისინი შეძაახილებით მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ.
ცნობისთვის, დავით ნარმანიას დღეს საკრებულოში უნდა მოუსმინონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან