01:02 - 28 Oct, 2026
|
2016-08-26 14:59:35, 688 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ექიმთა მეორე ჯუფი პოლონეთში გადამზადების კურსს გადის
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის ორი მედიკოსი, სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფება. ტექნიკოსი გურამ შენგელია და ფიზიკოსი რევაზ თურმანიძე ტრენინგ-კურსს მარია სლკადოვსკაკიურის ონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში გადიან. მდიკოსები სილეზიაში 16 აგვისტოს გაემგზავრნენ და სამშობლოში 29 აგვიტოს დაბრუნდებიან. მიმდინარე წლის ივლისში მარია სლკადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში გადამზადების კურსი აჭარის ონკოლოგიის ცენტრის კიდევ სამმა მედიკოსმა გაიარა. აღნიშნული პროექტების განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა. აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის ზაფხულში, კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ქ-ნი ოლა გიბელისა და მისი მეუღლის ვიზიტი ქ. ბათუმში. სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.
(NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)