19:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 12:29:09, 1098 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით გარემოს შესწავლის მიზნით, ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით,  საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ანობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ  სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა დაათვალიერებინეს და ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს. 

ინდოეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის მხარე მზადაა საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის  კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ. 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით  დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.
როგორც ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა - ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს. ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. ვმუშაობთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის და გამოცდილების გაზიარების  მიმართულებით.  ჩვენთვის მეტად საინტერესოა ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზი და ხეხილოვანი კულტურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარე კვლევითი სამუშაოები.   ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინდოეთში ქართული მხარის გამოცდილების  დავნერგავთ“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics