2016-08-26 12:21:35, 776 ნახვა
საზოგადოება
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 25 აგვისტოს ბრძანების თანახმად, სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, რატი ბრეგაძე დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს, 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე 2011 წელს დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან