2016-08-25 23:00:19, 1070 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, შემთხვევის დროს დაიჭრა ასევე სამი ადამიანი
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევის დროს დაიჭრა ასევე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ინციდენტი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან