18:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 22:05:19, 818 ნახვა

საზოგადოება
მაია მიმინოშვილი: ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე არის

"ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე არის" - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მიმინოშვილის თქმით, წელს ე.წ უფასო ფაკულტეტებზე 4 000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.

“პოზიტიური ტენდენცია გახლავთ ის, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ე.წ უფასო ფაკულტეტებზე გაცილებით მეტი, 4 000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა”, - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისი თქმით, ჩაჭრილი აბიტურიენტების უმრავლესობას რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი ჰქონდა მითითებული, სადაც კონკურსი საკმაოდ მაღალი იყო  და მათი საკონკურსო ქულა მითითებულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად საკმარისი არ აღმოჩნდა.

“მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდამ ზუსტად იცის, რა მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება და მისთვის სულერთი არ არის, რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხება”. განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, ზღვარი დაბალია და თუ აბიტურიენტმა ამ ზღვარზე  დაბალი შედეგი აჩვენა, ის წარმატებული სტუდენტი ვერ იქნება.

“ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე არის. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ცენტრალიზებულად უნდა გაკეთდეს და ბარიერი ყველასთვის საერთო იყოს. უმაღლეს სასწავლებლებს ჩვენგან აქვთ შეთავაზება, რითაც მათ საკუთარი მაღალი ზღვარის დაწესება შეუძლიათ. ამ შეთავაზებით წლებია სარგებლობს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი”, - განაცხადა მიმინოშვილმა.  

მისი თქმით, შესაძლოა, მომავალ წელს, ეროვნული გამოცდები მთლიანად ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს.

“თუ ხელშეწყობა და შესაბამისი ტექნიკა იქნება, მომავალი ეროვნული გამოცდები ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც გასწორების პერიოდს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გაგება მათ გამოცდების დასრულებისთანავე შეეძლებათ”, განაცხადა მაია მიმინოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics