00:04 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 21:17:05, 668 ნახვა

საზოგადოება
„მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში“

ქალაქ თბილისის მერია მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსებასთან დაკავშირებით „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების განცხადებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის მსვლელობისას არ უნდა იქნას ბლოკირებული ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე შენობის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა.შესაბამისად, თბილისის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში.

"გვინდა განვაცხადოთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება.

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის მსვლელობისას არ უნდა იქნას ბლოკირებული ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე შენობის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა.

შესაბამისად, თბილისის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics