2016-08-25 16:48:43, 671 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიას სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel-ის გახსნაზე შეძახილებით დახვდნენ
თბილისში, სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel-ის გახსნაზე მისულ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ხმაურით დახვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნარმანიას გადადგომას და ბოდიშის მოხდას სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.
ამასთან, დავით ნარმანიამ დღეს განცხადება გააავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან