16:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 13:07:45, 577 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი ფილმების კონკურსი მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებულ ამხანაგობებს შორის საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კონკურსი მიმდინარეობს.

კონკურსში მონაწილეობისათვის, გამარჯვებულმა 49 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა წარმოადგინოს 5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის შინაარსი უნდა ასახავდეს კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას.

 კონკურსის ფარგლებში, მოქმედი საკონკურსო საბჭო და ამხანაგობის წარმომადგენლები ფარული კენჭისყრით აირჩევენ  წარმოდგენილ საუკეთესო ნამუშევრებს.

 გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსის მონაწილე ის ხუთი ამხანაგობა, რომელთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

 გამარჯვებული 5 საუკეთესო ფილმის ავტორი გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება.

 "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას",-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics