|
2016-08-23 18:35:56, 1932 ნახვა
მსოფლიო
ფილიპინებში ნარკომაფიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის შედეგად 1900 ადამიანი მოკლეს
ფილიპინებზე ბოლო 7 კვირის განმავლობაში ნარკომაფიის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების შედეგად 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ქვეყნის პოლიციის უფროსზე რონალდ დე ლა როსაზე დაყრდნობით იუწყება. პოლიციის მონაცემებით, 750 ადამიანი სამართალდამცველების მეირ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა, კიდევ 1100 ადამიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. როდრიგო დუტერტე, რომელმაც ფილიპინების პრეზიდენტის თანამდებობა ივნისის ბოლოს დაიკავა, ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში "მკაცრი კურსის" მომხრეა. მის მთავარ საარჩევნო დაპირებას ქვეყანაში კრიმინალისა და ნარკოვაჭრობის აღმოფხვრა წარმოადგენდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა ცეცხლი გაუხსნან და მოკლან ნარკოდილერები, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან. გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ანიეს კალამარმა ფილიპინების პრეზიენტი ანტინარკოტიკული კამპანიის ჩატარებისას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. გაერო-ს კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ორგანიზაცია დატოვოს. თუმცა მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფილიპინები გაერო-ში დარჩება იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას აქვს მიზეზები, იყოს ამ ორგანიზაციით უკმაყოფილო.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)