|
2016-08-23 17:13:48, 1407 ნახვა
სამართალი
ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ვაჰაბიზმთან კავშირს უარყოფს
ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატი მაია ჭრელაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალებში აღნიშნულია, რო დაკავებულები შესაძლოა, ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან. „საქმეში დევს "ფეისბუქის" გვერდები, მითითება არის, რომ სავარაუდოდ ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან. ახლაც ბექაურს ჰკითხა გამომძიებელმა და უთხრა, რომ არ ვართ მიმდევრებიო. ის აღიარებს იმას, რომ აპირებდა ტერორისტულ აქტს უშუალოდ რუსულ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოსთან ამას კავშირი არ აქვს”, - აღნიშნა ადვოკატმა. როგორც ჭრელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაბიზმის მიმდევრობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” დროშის ფონზე სურათი მიზანმიმართულად არ აქვს გადაღებული. ადვოკატის თქმით, ბექაურმა გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და სხვა რელიგიასთან შემხებლობა არ აქვს. “ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ აფეთქებას მხოლოდ ის გეგმავდა. ამბობს, რომ ამ საქმეში სხვა არავინ არ არის, უცხო, მუსლიმური სამყაროს წარმომადგენლები. მე თვითონ მოვაგროვე ეს იარაღიო, სამი წელი ვაგროვებდი და ჩემი პირადი საკუთრებააო, ჯარისკაცი ვარ და არ გამიჭირდებოდა იარაღის შეგროვებაო”, - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)