|
2016-08-23 14:04:40, 1264 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ბექა ბექაური დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილს ასახელებს
ე.წ ტერაქტის საქმეზე დაკავებულის ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილი დაასახელა. ჭრელაშვილის თქმით, ჩვენებებთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. “რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, თქვა, რომ მოტივი აქვს რუსულ აგრესორებთან დაკავშირებით, ვერ ვიტან რუსულ აგრესორებსო და მხოლოდ რუსული ბაზების აფეთქება მინდოდაო. როგორც ბექა ამბობს, ჩვენებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო“, - აღნიშნა ადვოკატმა. მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან არანაირ 50 ათასი დოლარის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა. ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ბექაური არის ნაცემი და აცხადებს, რომ ის სპეცრაზმელებმა დაკავების დროს სცემეს. "დაზიანებები მიიღო ტყეში, როდესაც მისი დაკავება მოხდა. ის იყო სპეცრაზმელების მიერ ნაცემი. ის, რომ სუს-ის ოპერატიული ჯგუფი და გამომძიებლების მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამას როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)