|
2016-08-23 13:38:32, 1855 ნახვა
მსოფლიო
რუს სამხედროს შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, რომელსაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობა ედება ბრალად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, გიუმრიში დისლოცირებული რუსული ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ გამოძიების განცხადებით, სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის რიგითმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 2015 წლის 12 იანვრის, გამთენიისას თვითნებურად დატოვა სამსახური, წავიდა ქალაქში, სადაც ერთ-ერთ სახლში ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი მოკლა. მსხვერპლთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა. ცნობისთვის, 2015 წლის 2 აგვისტოს გიუმრიში ვალერი პერმიაკოვს დეზერტირობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)