|
2016-08-23 13:18:53, 1866 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში აგვისტოში ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს
მიმდინარე თვეში ფრანგულმა სპეცსამსაურებმა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნიევმა გერმანელ კოლეგასთან, ტომას დე მაზიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, დაკავებულთაგან სამი ადამიანი, გამოძიების ვარაუდით, საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა “შიდა უსაფრთხების მთავარმა სამმართველომ აგვისტოში ტერორისტულ ქსელებთან დაკავშირებული შვიდი ადამიანი დააკავა. სამ მათგანს ტერაქტების მზა გეგმები ჰქონდა”, - განაცხადა კაზნიევმა. ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საფრანგეთში დაკავებულთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. შეგახსენბთ, რომ წელს ნიცაში ტერაქტის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. კიდევ ერთი ტერაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციაშე მდებარე ეკლესიაში მოხდა, რის შედეგადაც 1 სასულიერო პირი გარდაიცვალა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)