|
2016-08-23 10:35:53, 1866 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის და ქურთების პოზიციებზე დარტყმები განახორციელა
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების მისამართით ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. თურქმა სამხედროებმა ასევე დარტყმები სირიის ქალაქ ჯარაბლუსსა და მანბიჯში ქურთთა რაზმების პოზიციებზე განახორციელეს. მედიის ცნობით, ანკარას მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულები მზად არიან, ტერორისტების წინააღმდეგ შეტევითი ოპერაცია დაიწყონ. ამჟამად თურქეთის სასაზღვრო ქალაქ გაზიანთეფში 1500 სირიელი ამბოხებული იმყოფება, რომლებიც ოპერაციის დაწყებას ელოდებიან. როგორც 22 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებისგან მთლიანად უნდა გაიწმინდოს. ამ განცხადებას წინ უძღვოდა ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი აფეთქება, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ანკარა თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ისლამურ სახელმწიფოს” აკისრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)