12:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:57:18, 421 ნახვა

საზოგადოება
ქართული ასეული

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა  შეასრულა. III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს  31-ე ბატალიონის ასეულს ვაცილებთ, რომელიც  ჩვენს კონტინგენტს შეუერთდება. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ 53-ე ბატალიონი სამშობლოში სრულად არ დაბრუნდება. მინდა აღვნიშნო, ამ ასეულის და ზოგადად, 31-ე ბატალიონის მომზადების პროცესი, რომელიც ქვედანაყოფმა საქართველოსა და გერმანიაში გაიარა. ნატოს სამხედრო ინსტრუქტორებისგან და ხელმძღვანელობისგან გვაქვს შეფასება, რომ ეს ბატალიონი საუკეთესოს და ავღანეთში მისიის შესასრულებლად მზად არის. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედროები ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ჩვენი სამხედროების დამოკიდებულებაზე მეტყყველებს როგორც სამხედრო სამსახურის, ასევე შესასრულებელი მისიის მიმართ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

31-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

გაცილების ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა,  მამა დავითმა დალოცა. 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და შეიარაღებული ძალების ხელმძრვანელი პირები დაესრწნენ.

საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების  საფუძველზე, 31-ე ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული 6 თვის ვადით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics