15:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-21 13:51:13, 895 ნახვა

საზოგადოება
დაკარგული ჯარისკაცების მშობლები თურქული ხომალდის ბორტზე ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები - ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების "Minehunter"-ის ტიპის ხომალდზე, "Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო. სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

„ძალიან დიდი პერიმეტრია, თითოეულ დეტალს ამოწმებენ და შესაბამისად ეს დროს ითხოვს. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება, თუმცა, შესაძლოა გაგრძელდეს. მშობლების ჩართულობა იმიტომ მინდოდა, რომ თავად ენახათ, რა ტექნიკურ საშუალებებთან გვაქვს საქმე და  გასაუბრებოდნენ ეკიპაჟის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის იაგო შარაძის მამამ, ვლადიმერ შარაძემ  თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ შარაძის თქმით, ის თურქული ხომალდის ეკიპაჟს ესაუბრა და  პირობა მიიღო სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

„დამპირდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან. მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა“, - განაცხადა წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის, იაგო შარაძის მამამ, ვლადიმერ შარაძემ.

თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდზე, ასევე, იმყოფებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი.

გეგმიური სწავლების დროს დაკარგული  სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics