|
2016-08-19 12:39:06, 1674 ნახვა
მსოფლიო
The Huffington Post: როდესაც რუსეთი და ირანი კავშირებს აძლიერებენ, აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს
როდესაც რუსეთი და ირანი კავშირებს აძლიერებენ, აშშ-მა მხარი მთავარ მოკავშირე საქართველოს უნდა დაუჭიროს, - ამ სათაურით ამერიკულმა გამოცემა The Huffington Post-მა სტატია გამოაქვეყნა. როგორც სტატიის ავტორი, ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი, არიელ კოენი წერს, მეორე საბჭოთა კავშირის აღდგენა მიმდინარეობს და კრემლს არასდროს სძინავს. “სანამ აშშ-ი წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული, რუსეთი ზაფხულში არ თვლემს. კრემლს არასდროს სძინავს, განსაკუთრებით კი აგვისტოში და ოლიმპიური სეზონის დროს. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს დაემთხვა, უკრაინის კრიზისი კი სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს განვითარდა. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევრაზიაში სტრატეგიულ ძალთა ბალანს ცვლის. მეორე საბჭოთა კავშირის აღდგენა მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რონალდ რეიგანის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ, პუტინის დოქტრინის არსი მდგომარეობს შემდეგში: რუსეთი იგებს - დასავლეთი აგებს”, - წერს სტატიის ავტორი არიელ კოენი. მასალაში აღნიშნულია, რომ 8 აგვისტოს პუტინი ბაქოში გამართულ ისტორიულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ირანელ და აზერბაიჯანელ კოლეგებს - ჰასან რუჰანისა და ილჰამ ალიევს შეხვდა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანის საკითხი განიხილა. ავტორის მოსაზრებით, ეს ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძი აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკურ დერაფანს გაანეიტრალებს, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერს. “რუსულ-ირანული პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესების კოორდინირება კავკასიაში ძლიერ ძვრებს გამოიწვევს და შესაძლოა, აშშ-სა და დასავლეთის ინტერესებისთვის სერიოზული შედეგები ჰქონდეს, განსაკუთრებით სომხეთთან და სომხეთის მიერ კონტროლირებად მთიან ყარაბაღთან, ასევე სეპარატისტულ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დეფაქტო სამხრეთ ოსეთთან (სამაჩაბლო) და აფხაზეთთან დაკავშირებით. ორივე ანკლავი ლეგალურად საქართველოს ეკუთვნის. მოვლენების ამგვარი განვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის ფონზე, აშშ არ უნდა დაშორდეს სტრატგეიულ რეგიონს, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელია. ის აკავშირებს ატლანტიკურ სივრცეს ცენტრალურ აზიასთან და აღმოსავლეთ ევროპას ირანთან და სპრასეთის ყურესთან”, - ნათქვამია სტატიაში. სტატიის თანახმად, აშშ-მა აუნდა შეინარჩუნოს ძლიერი კავშირები საქართველოსთან - მის ერთგულ მოკავშირესთან და რეგიონის ყველაზე პროდასავლურ ქვეყანასთან. თბილისი იყო ლოიალური და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ერაყში აშშ-ს მისიაში და ავღანეთში ნატო-ს ძალისხმევაში. 861 ჯარისკაცით, საქართველო, რომლის მოსახლეობა 4,3 მილიონია, ავღანეთში მტკიცე მხარდამჭერის მისიის მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია, აშშ-ს (7000 სამხედრო) და გერმანიის (980 სამხედრო) შემდეგ. "ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას “ქართული ოცნების” კოალოციის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. ის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, რუსეთის მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად”, - აღნიშნავს სტატიაში არიელ კოენი. მასალის ავტორის თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთის აგრესიის მსხვერპლი იყო. "8 აგვისტოს ქართველებმა 2008 წლის რუსეთის ინტერვენციის წლისთავი აღნიშნეს. დაიღუპა 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი, ხოლო დაშავდა 1747 ადამიანი. ევროპის ჩარევით მიღწეული შთანხმების შემდეგ, რუსული ჯარების გაყვანასთან ერთად, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა დ ააფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ და თანამშრომლობამ საქართველო მწვავე პრობლემების წინაშე დააგენა ტრანსპორტირების, ენერგეტიკისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის მხრივ. ეთნიკური ქართველების განდევნამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან ჰუმანიტარულ პრობლემები წარმოშვა. 8 ავისტოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ ავტონომიურ რეგიონებთან მშვიდობიანი გაერთიანება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დეფაქტო ანექსია დაგმო", - წერს არიელ კოენი. როგორც The Huffington Post-ის სტატიაშია ნათქვამი, “რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ინტეგრირება მის სამხედრო და ეკონომიკურ სისტებებში და არალეგალურ ოკუპაციას განაგრძობს. ავტორის თქმით, სამხრეთ კავკასიაში რუსულ-ირანული დღის წესრგიის გაძლიერებამ შესაძლოა, საქართველო და მისი სუვერენიტეტი დააზარალოს. ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი ასევე პერიოდულად ახორციელებს ეკონომიკურ ზომებს საქართველოს წინააღმდეგ. “2008 წლის შემდეგ რუსეთის მტრული განწყობის და რუსეთის ამჟამინდელი სტრატგეიული მოქმედებების ფონზე, საქართველო ბევრს მუშაობს ნატო-ს წევრობისთვუს. ამის მიუხედავად, თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებისკენ მიმართული მისი ძალისხმევა ვაშინგტონის მიერ საკმარისად მხარდაჭერილი არ არის. 8 ივლისს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით “ახალ ნაბიჯებზე”, მათ შორის საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, წვრთნის, განათლებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მხრივ. ამას გარდა, 10 ივლისს საქართველომ გააფორმა კონტრაქტი რაკეტების მწარმოებელ ფრანგულ კომოპანიასთან MBDA-სთან სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესახებ”, -ნათქვამია სტატიაში "ჩვენი მოკავშირე საქართველოს სჭირდება ჩვენი მეგობრობა და დახმარება. აშშ-მა საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება უნდა დააფასოს, მათ შორის 2012 და 2016 წლის ორი ღია და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. წინსვლასთან ერთად, ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწვრიანების სურვილს მხარი დავუჭიროთ. საქართველო მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარცხი არ განიცადოს", - წერს სტატიის ავტორი არიელ კოენი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)