13:41 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 11:40:46, 606 ნახვა

საზოგადოება
21 აგვისტოს საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016” გაიმართება

კვირას, 21 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, ტრადიციულად ქ. ბათუმში, მეთერთმეტედ გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016”, რომელსაც წარმოგიდგენთ  „თეგეტა მოტორსი “ და „ბრიჯსთოუნი“. ღონისძიება ტარდება ქ. ბათუმის მერიის პატრონაჟით და შსს-ს მხარდაჭერით.

წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდება, სადაც მონაწილეობას  მიიღებენ მხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები. შეჯიბრი გაიმართება საავტომობილო სპორტის ფედერაციის 2016 წლის სპორტული რეგულაციის მიხედვით (კლასი GTCC) და დაშვებული  იქნება  არაუმეტეს  მაქსპერფორმანსით  კლასიფიცირებული საბურავებით აღჭურვილი ავტომობილები.
რბოლა ჩატარდება ქ. ბათუმში, გმირთა ხეივანში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, („ბათუმის კარიბჭესთან“). 2016 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ საპრიზო ფონდი შეადგენს  10 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: 1-ლი ადგილი 5 000 ლარი, მე-2-ე  ადგილი 3 000 ლარი, მე-3-ე ადგილი 2 000 ლარი.

რბოლაში  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და ავტომობილების დახურულ პარკში განთავსება მოხდება შაბათს, 20 აგვისტოს,  19:00–დან 21:00–მდე.

21 აგვისტოს  11:00-დან 12:00–მდე  ჩატარდება პირველი ვარჯიში, 16:00-დან 17:00–მდე მეორე ვარჯიში, კვალიფიკაცია გაიმართება 17:00-დან 18:00–მდე, ხოლო  19:00–დან დაიწყება „Bridgestone Black Sea Cup-2016“ გახსნის ოფიციალური ცერემონია და საფინალო რბოლა. ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფი Goofy Land   კონცერტი, დასწრება უფასოა!

ღონისძიების გენერალური სპონსორია „მოტული“ - პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთი საფრანგეთიდან. ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია - სადაზღვეო კომპანია „კოპენბური“. ექსკლუზიური რადიო პარტნიორი: ფორტუნა, ფორტუნა+, ავტორადიო, არდაიდარდო. ოფიციალური ენერგეტიკული სასმელი: „მეთექვსმეტე“

მედია პარტნიორები: მარკეტერი, ჟურნალი OK.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics