11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 15:14:53, 637 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო  დამცველი უჩა ნანუაშვილი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში  კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას იწვევს.

„2016 წლის 15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ვიდეო ჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში, კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები. საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეო მასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics