17:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 11:41:50, 1296 ნახვა

ეკონომიკა
კრწანისში ავარიული სახლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

კრწანისში, გორგასლის III ჩიხში, მე-19 საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილეებთან, ირაკლი ლექვინაძესა და გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად გაეცნო. დავით ნარმანია კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. 

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მერიის კეთილმოწყობის სამსახური და კრწანისის რაიონის გამგეობა ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი, რომლის ღირებულება, დაახლოებით, ერთ მილიონ ლარს შეადგენს, მოიცავს შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას, რაც წლების განმავლობაში აზიანებდა შენობას. სახლის ფასადი სკრუპულოზურად კეთდება, რათა შევინარჩუნოთ ის მნიშვნელოვანი იერსახე, რაც წლების განმავლობაში ამ შენობის ერთ-ერთ საინტერესო და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შენობა, რომელიც 1880-იანი წლებით თარიღდება, წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ამ სახლის, ასევე მომიჯნავე ეზოების მაცხოვრებლებისთვის. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები გამაგრდა, შენობის დეკორატიულ ელემენტებს კი რესტავრაცია უტარდება. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სახლის ფასადის პირვანდელი სახით აღდგენას, ასევე, სახურავის საფარისა და საწვიმარი მილების სისტემის შეკეთებას. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გრანიტი“ სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს და ორ თვეში დაასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, ავარიულ სახლში მცხოვრები 17 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართით კრწანისის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics