|
2016-08-18 10:31:05, 659 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა
დღეს, გამთენიისას, რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთი ჯგუფი - ძიუდოისტები, მშვილდოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დახვდა. თბილისში დაბრუნებული გუნდის ნაწილიდან რიოში მედლის მოპოვება შეძლეს ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი შავდათუაშვილი კი, რიოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.სულ ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 5 მედალი აქვს - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი მძიმეწონაში ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ბრინჯნაოს მედალი ამავე წონაში ირაკლი თურმანიძემ მოიგო, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა. ოლიმპიელების მეორე ჯგუფი, სრული შემადგენლობით თბილისში 25 აგვისტოს, გამთენიისას, 03:30 საათზე დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)