11:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 18:40:03, 748 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

17 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 10-დან 15 წლამდე ასაკის სოლისტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სპეციალურად საბავშვო ევროვიზიისათვის შექმნილი ახალი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტო.

განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან  საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, მისამართი - კოსტავას ქ. #68.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს junior.eurovision-georgia.ge.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, მალტაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ „ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი „ქენდი" გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics