17:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 13:37:44, 1316 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტულ სააგენტოებს ახალი ტურისტული სერვისი გააცნეს

ახალი ტურტისტული სერვისის გაცნობის მიზნით, მაჭახელას ხეობაში ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ  ინფოტურს გაუწია ორგანიზება. ტურის ფარგლებში ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები მაჭახელას ხეობაში არსებულ რაფტინგის სერვის გაეცნენ და თავადვე გამოსცადეს მდინარე მაჭახელაზე სპეციალური საჯომარდო ნავებით დაშვების შესაძლებლობა. მათ ორგანიზატორი კომპანიისგან “Rafting in Ajara“ თანამშრომლობის პირობების შესახებაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია.  კომპანია  დაინტერესებულ პირებს მდინარე მაჭახელაზე რაფტინგს სთავაზობს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერზე getur.ru. 

ტურის ფარგლებში სააგენტოების წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჯოჭოში ახლად გახნილი რესტორანი შატო ერგეც მოინახულეს, რომელიც მდინარის პირას შუა საუკუნეების სტილში აგებულ შენობას წარმოადგენს, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება. სააგენტოების წარმომადგენლებისთვის რესტორნის მენეჯმენთთან შეხვედრა და თანამშრომლობის პირობების გაცნობაც მოხდა.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუდმივად ატარებს ინფოტურებს სააგენტოებისთვის ახალი სერვისებისა და ტურისტული პროდუქტების გაცნობის მიზნით. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics