11:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 11:01:34, 1148 ნახვა

საზოგადოება
ქართული სპორტის ისტორიაში პირველად პოდიუმზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა

ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძე კი, ბრინჯაოს პრიზიორი. 

იხილეთ თამუნა ყულუმბეგაშვილის ექსკლუზიური ფოტოგალერეა რიო დე ჟანეიროდან

+ 105 კგ-შ მოასპარეზე ქართველმა ძალოსნებმა 16 აგვისტოს ისტორიული და აქამდე არნახული შედეგი დააფიქსირეს.

ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა, თურმანიძემ კი 448 კგ. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.

22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ. აკვრაში კი 258 კგ. დააფიქსირა, თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამის დაძლევით მოიპოვა, თურმანიძემ ასევე ყველა ცდა წარმატებით შეასრულა ორივე მოძრაობაში.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics