11:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 17:23:26, 847 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩა N5-სა და  აგლაძის ქუჩა N39-ში ამ ეტაპზე დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი მიმდინარეობს, ხოლო ამის შემდგომ ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ლუბლიანას ქუჩა N11-ში კი კონტრაქტორი კომპანია ასფალტის საფარს აგებს. ლუბლიანას ქუჩაზე ასევე ეწყობა მოსასვენებელი სკვერი, სადაც ამ ეტაპზე დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე დიდუბის რაიონის გამგეობამ, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისათვის,  სპორტული მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორი მოაწყო.

საგზაო ინფრასტრუქურის მოწესრიგება უკვე დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსსა და ვანის ქუჩა N4-ში. მოწესრიგდა სამანქანო გზა, ბორდიურები და ტროტუარები.

დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტისა და დიდუბის რაიონის თანამშრომლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics