|
2016-08-16 13:50:25, 2778 ნახვა
სპორტი
ბერძენიშვილი: ისტორიაში პირველად პარლამენტში პოლიტიკოსები ღრმა უმცირესობაში იქნებიან
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შინაარსზე არ ფიქრობს და მას უბრალოდ, საკანონმდებლო ორგანოში ხელის ამწევი და დამწევი დეპუტატები ესაჭიროება. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების დასახელების კომენტირებისას ბერძენიშვილმა განაცხადა, „ოცნებამ“ არჩევანი ცნობილ ადამიანებზე გააკეთა და ეს მცდარი ნაბიჯია, რომელიც სიკეთეს არ მოიტანს. „როგორც ჩანს, არჩევანი გაკეთდა არა პოლიტიკოსებზე, არამედ ცნობილ ადამიანებზე. მართალია, ამდენი ხნის ისტორიის განმავლობაში პარლამენტში ცნობილი ადამიანების საჭიროება დამტკიცდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ მთავარი გამარჯვებაა. ეს ადამიანები პარლამენტში პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან თუ არა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. „ოცნებას“ პარლამენტში ხელის ამწევი და დამწევი დეპუტატები ესაჭიროება. თბილისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებად მმართველ გუნდს 1-2 პოლიტიკოსი ყავს დასახელებულები, დანარჩენები მოყვარულები არიან, რომელთაც პოლიტიკაში ჯერ ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ. ამ ადამიანებს გამოცდილების გარეშე პირდაპირ პარლამენტში მოხვედრა სურთ. ვის თავში დაიბადა ასეთი იდეა არ ვიცი, მაგრამ ეს მცდარი ნაბიჯია და სიკეთეს არ მოიტანს. გარდა ამისა, არაპოლიტიკოსები პოლიტიკურ ბრძოლაშ როგორ გაიმარჯვებენ ვერ გეტყვით. სპორტსმენები, ხელოვნები და ა,შ, ყველანი შეიძლება პოლიტიკოსები გახდნენ. ამის საილუტრაციოდ რონალდ რეიგანის მაგალითის მოყვანაც საკმარისია. უბრალოდ, ეს ადამიანები საკუთარი სფეროს პროფესიონალები არიან და იქიდან წასვლას არ აპირებენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი უცებ პოლიტიკოსები გახდნენ. ერთ-ერთმა „ოცნების“ დეპუტატმა თქვა, რომ მე მონადირე ვარ და გარემოს მივხედავო. ასეთი გულუბრყვილო განცხადებებით ამომრჩეველს ვერ მოხიბლავენ. მმართველ გუნდს, უბრალოდ“ სურს, რომ პარლამენტი გაავსოს და მის შინაარსზე არ იზრუნოს. საქართველოს ისტორიაში პირველად უნდა გვქონდეს, რომ პარლამენტში პოლიტიკოსები ღრმა უმცირესობაში იქნებიან. ვოლსკი იქნება მარტო, ხოლო დანარჩენები იცეკვებენ, ითამაშებენ, იჭიდავებენ და შეასრულებენ როლებს - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)