10:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 14:58:45, 1131 ნახვა

საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, სოსო ქარცივაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, თამარაშვილის ქუჩის  გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო  სამუშაოებს გაეცნო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი ზოლის 1200 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ქვაფენილი, დაირგვება 2900 ძირი ბუჩქოვანი მცენარე და მოეწყობა მწვანე ბალახის საფარი.  გარდა ამისა, თამარაშვილის ქუჩაზე უკვე დასრულდა ახალი სარწყავი სისტემის გაყვანა და დამონტაჟდა გარე განათების 110 ბოძი. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება საბაღე ფურნიტურის, ნაგვის ურნებისა და სკამების შეცვლაც.

თბილისის მერის განცხადებით, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც, შემოდგომაზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დაიწყება.

„თამარაშვილის ხეივანში დაირგვება მცენარეები და  მწვანე ბალახის  საფარი. უკვე მზად არის სარწყავი სისტემაც.  მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ ძალიან საინტერესო სკვერს მივიღებთ. აქ განთავსდება სკამები, იქნება საჯარო ინტერნეტი, რაც დამატებით მოიზიდავს ახალგაზრდებს და იმ პირებს, რომლებსაც სურთ დასვენება და გართობა“- განაცხადა დავით ნარმანიამ.  

მიმდინარე სამუშაოებს  კომპანია „Green service plus“-ი აწარმოებს. სამუშაოებს ზედამხედველობას  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უწევს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics