10:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 11:23:07, 731 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობის ფონდი საქმიანობის რიგით მე-13 პერიოდულ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის რიგით მე-13 პერიოდულ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს და აღნიშნულ პერიოდში სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დამტკიცებული დაფინანსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას   ასახავს.

აღვინშნულ პეიოდში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 27 კომპანიის დახმარებით, სოლიდარობის ფონდში 7 195 089 ლარი  იქნა  მობილიზებული.

უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით კი ფონდმა სიმსივნით დაავადებული 276 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა საერთო ჯამში 1 722 252 ლარის, 2 552 871 აშშ დოლარისა და 1 246 053 ევროს მოცულობით.

121 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 155 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა  როგორც საქართველოში ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან დღემდე - უკვე 2 წელია - რაც საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომლის შენარჩუნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

მიუხედავად ფონდში განხორციელებული მნიშვნელოვანი დონაციებისა, ფონდში მომართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა. 

სწორედ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობისათვის სოლიდარობის ფონდისთვის უკვე ამოქმედდა როგორც საქველმოქმედო ნომერი 901 12 12 12 ასევე ინოვაციური სატელეფონო აპლიკაცია „Solidarity Fund/სოლიდარობის ფონდის”, რომლის გადმოწერაც დონაციის მსურველებს  Google და Apple მარკეტებიდან შეუძლიათ. 


საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა. პირველ ეტაპზე სოლიდრაობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics