|
2016-08-12 18:58:16, 1924 ნახვა
ეკონომიკა
„ქართუ ჯგუფი“ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს გადასცემს
საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, “საქართველო მინიატურებში”–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული. მათივე ცნობით, მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები. მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება 13 აგვისტოს, 17:30 საათზე და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)