|
2016-08-12 16:11:57, 1241 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ მათთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებებს აღწევს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს. ჯეჯელავას თქმით, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო. მისივე თქმით, უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. „ის ადამიანები, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, წერენ, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა, რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო - მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ეს არის ტრენინგები, რომ მომავალში, კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. ძალიან ბევრი იურისტი გვყავს, მაგრამ ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, სადაზღვევო აგენტები. ეს ყველაფერი არის პროფესიული მიმართულების საქმიანობა, რომელიც შეიძლება არ დახარჯოს ადამიანმა და პროფესია აითვისოს საკმაოდ მოკლე ვადაში და მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)