08:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 14:36:27, 703 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში განათლების სამინისტროს სერვისი დაინერგა

იუსტიციის სახლის ფილიალებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის მოთხოვნის თაობაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

ორი დღის განმავლობაში ახალი სერვისი მოთხოვნით, იუსტიციის სახლის ფილიალების მიერ ჯამურად მიღებულია 56 განაცხადი (მათ შორის თბილისის ფილიალში 49 განაცხადი), ხოლო 2016 წლის 11 აგვისტოს - 67 განაცხადი (მათ შორის თბილისის ფილიალში 51 განაცხადი).

განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობისა და ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, სერვისის გაცემა იუსტიციის სახლმა და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმება მოქალაქეებს უკვე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

 10 აგვისტომდე, კანონმდებლობით, განათლების სამინისტროსა და  საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია  სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" კომპეტენციაში შედიოდა. მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისში შეეძლოთ, რეგიონებში კი იგი ხელმისაწვდომი არ იყო.

იუსტიციის სახლებში და სსგს 14 ტერიტორიულ სამსახურში მომსახურების გადასვლის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ფუნქციონირებს, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებას რეგიონიდან, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ, რაც  დროსა და ფინანსების დაზოგვის და  მომსახურების უფრო კომფორტულად და სწრაფად მიღების საშუალებას აძლევთ. 

აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. როგორც სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ამ სერვისის იუსტიციის სახლებში გადატანა მნიშვნელოვნად აადვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics