08:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 12:42:17, 596 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, სასტუმროში Holiday Inn,  ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

დანაშულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. 

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ ეფექტიანი თანამშრომლობის ხედვა შეიმუშავეს. 

დისკუსიის რეჟიმში განიხილეს არსებული პრობლემები და მათი დაძლევის საშუალებები. შეხვედრას საქართველოს სპოტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლები და  40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

შეხვედრის ინიციატორია საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველო, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 
შეხვედრის მხარდამჭერია USAID-ის პროექტი ,,ZRDA” საქართველოში.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის”, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველო.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, 2000 წლიდან, 12 აგვისტოს ყოველწლიურად აღინიშნება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics