|
2016-08-12 18:34:59, 1268 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობები გაუმჯობესდება
სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობები გაუმჯობესდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართეს და საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ფლოტის შექმნა, რეგისტრაციის პირობების დახვეწა და მაღალი ტექნიკური სტანდარტების შენარჩუნება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით სააგენტო აქტიურად აგრძელებს მსოფლიოს მასშტაბით ე.წ. გენერალური სარეგისტრაციო აგენტებისა და დროშის სახელმწიფო ინსპექტორების ქსელის შექმნას. ამ პროცესში სააგენტოს მთავარი ამოცანებია, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ახალი გემების მოზიდვა და მათზე ეფექტური კონტროლის განხორციელება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აამოქმედა საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემის შექმნის პროექტი, რის შედეგადაც საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობები გაუმჯობესდება. აღნიშნული ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვით ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, ამასთან გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება. ამავე სისტემის საშუალებით დაინერგება ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობების დამოწმება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, რაც ტრადიციული, ე.წ. ოფლაინ რეესტრების შემთხვევაში, გართულებული პროცედურაა და რამდენიმე დღეს მოითხოვს. აღნიშნული სისტემა შეამცირებს საქართველოს გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმს, სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების თავდაპირველი (დროებითი) რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო ფლოტის ზრდას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება 2012 წლიდან იღებს სათავეს. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. ამის ნათელი მაგალითია ამ ორი სააგენტოს ერთობლივი პროექტი, რის საფუძველზეც შეიქმნა მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა. სწორედ ამ სისტემის წყალობით ქართველ მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ევროკომისიისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გაიცემა.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)