08:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 16:37:15, 703 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება

12 აგვისტოს, 11:30 საათზე, სასტუმროში ,,Holiday Inn” ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. 

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველოს, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

ღონიძიებაში ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა.

ღონისძიება  ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის” - ფარგლებში გაიმართება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, 2000 წლის 12 აგვისტოდან, ყოველწლიურად აღინიშნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics