08:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 13:44:11, 828 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ექიმებს რეცეპტის ელექტრონულად გაცემის საშუალება ექნებათ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო.

დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელექტრონული რეცეპტი ცენტრალიზებული სისტემაა, რომელსაც ყველა ექიმი, პაციენტი და სააფთიაქო დაწესებულება გამოიყენებს.

'''ყველა სამედიცინო ჩანაწერი ანუ მთლიანად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ელექტრონულ სისტემაზე გადავა. ძირითადი მინაცემები შემდეგია: რას ნიშნავს ელექტრონული რეცეპტი? რა პლიუსები აქვს?  პირველი ის, რომ მოიხსნება ქაღალდის საჭიროება. პაციენტს ვიზიტის დროს, შეეძლება მხოლოდ სახელით და გვარით, პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება. ექიმს სრული წვდომა ექნება პაციენტის ინფორმაციაზე. აფთიაქებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა. პაციენტი, როდესაც მივა აფთიაქში არ იქნება საჭირო რეცეპტის ტარება. ეს ძალიან კომფორტული და ოპერატიულია. ექიმების გაუგებარი ხელით ჩანაწერი, როდესაც გამოცდილ ფარმაცევტს უჭირდა მედიკამენტის სახელის გარჩევა, მთლიანად განულდება ეს პრობლემა. ასევე წამლის შერჩევა დოზირება იქნება მთლიანად ბაზაზე, მედიკამენტების დოზირებაში პრაქტიკულად შეცდომა გამოირიცხა. ეს იქნება ხარისხის კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხის კონტროლი. დარეგისტრირება მარტივია, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია თუ როგორ დარეგისტრირდეთ. ელექტრონული რეცეპტების შემდგომ მთლიანად სამედიცინო ისტორია, სრული კვლევები, მათ შორის ვუზუალიზაცია და რადიოლიგიური კვლევები გადავა ელექტრონულზე'', - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics