08:47 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 09:22:17, 665 ნახვა

საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, 10 აგვისტოს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი 1 იუკოთი დაამარცხა.

ფინალში გასვლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. საწყის ეტაპზე ტაჯიკეთის და ნაურუს წარმომადგენლების დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატარსაც სძლია, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონი კორეელი გვაკ დონგჰანი იპონით დაამარცხა.

11 აგვისტოს ძიუდოში მედლებისათვის 100 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი 20 წლის ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ბექას პირველი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბენჟამინ ფლეტჩერი იქნება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები რიო დე ჟანეიროში თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics