|
2016-08-11 10:19:53, 1036 ნახვა
სხვადასხვა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს
შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. მათივე ინფორმაციით,მოსავლის აღების პროცესის მიმდინარეობასბრეძას თემში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. ბრეძას თემში350ჰა მიწის ფართობზე შპს „მექანიზატორმა“ მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ხორბალი, ქერი და შვრია ბრეძაში 400 ფერმერს აქვს დათესილი. მოსავლის აღების სამუშაოებს აზერბაიჯანიდან შემოსული კომბაინები ახორციელებენ, რომლებიც აგროვადების დაცვით მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. საზღვრისპირა სოფლებში დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 12 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, რომლებმაც უკვე აიღეს 615 ჰექტარი ნათესი ფართობი და მოემსახურნენ 300-ზე მეტ ბენეფიციარს. დარჩენილია 490 ჰექტარი ნათესი ფართობი რომლის აღებაც უახლოეს მომავალში აგროოპერაციის ვადის სრული დაცვით დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობსჩართულია შპს“მექანიზატორის 87 ხოლო აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი. კახეთის რეგიონში სამუშაოებში ჩართულია - 39 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 32, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 7), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 10, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 9), შიდა ქართლი - 53 („მექანიზატორი“ – 39, აზერბაიჯანული - 14) სამცხე-ჯავახეთში - 6 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. (NS)
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)