08:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 10:12:52, 624 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მესტიაში ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს  სამინისტროს საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. 

მათივე ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამის შესახებ.

სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. 

მსგავსი შეხვედრები, სამინისტროს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics